სასწავლო პროექტი

 „ქრისტიანული ტაძრის კედლის

 მხატვრობის ნიმუშები გურიაში“



პროექტის მთავარი იდეა (თემა): რეგიონში არსებული ტაძრების კედლის მხატვრობის ნიმუშების და გარეგანი ფასადის გაცნობა.

პროექტის აქტუალობა:  რაიონში არსებული ტაძრების ნახვა და მათი მოხატულობის შესწავლა. ახალაგებული ტაძრების გარეგანი ფასადის შედარება ძველ ტაძრებთან.

პროექტის მიზნები: ტაძრის მოხატვის სისტემის განხილვა, მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ტაძრის მოხატულობის ნიმუშების ირგვლივ, შეძენილი ცოდნის, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების გამოვლენა მასალაზე მუშაობისას. მხედველობითი მეხსიერების, საკუთარ მოსაზრებათა ჩამოყალიბებისა და დაცვის, კომუნიკაციის უნარების განვითარება.

მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისაუბრებენ საილუსტრაციო მასალის ირგვლივ, რომელიც ამჯერად წარმოდგენილი იქნება კედლის მხატვრობის ნიმუშებით, ამოიცნობენ მათთვის ცნობილ ძეგლებს, აღნიშნავენ მათ ადგილმდებარეობას, რომელ მათგანში ყოფილან და აღწერენ მის ინტერიერს, აგრეთვე რა გამოსახულებები თუ სიუჟეტებია წარმოდგენილი და ტაძრის რომელ ნაწილში.
შექმნიან ელექტრონულ პრეზენტაციებს. 

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელოები, ილუსტრაციები, ფოტოაპარატი, ინტერნეტი, ფორმატი, მარკერი.

პროექტის მსვლელობა: საილუსტრაციო მასალისა და მოსწავლეთა პრაქტიკული ანალიზით (ექსკურსია) ყურადღებას გავამახვილებ ნანახი ტაძრების აგებულების თავისებურებებზე.ამ თვალსაზრისით,სასურველია მათ კონკრეტული ნაგებობები ერთმანეთს შეადარონ და ისაუბრონ მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე.
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად. გააკეთებენ ჩანაწერებს, შემდეგ ერთობლივად განიხილავენ, აღნიშნავენ რომელ პასუხს თვლიან მისაღებად, რატომ და ა.შ. აგრეთვე ერთმანეთს აწვდიან მათი ცოდნის თუ არსებული რესურსის შესახებ. შეიძლება ბავშვებმა შეადგინოს მარტივი კროსვორდი თემასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ ჯგუფს გავყოფ ორ ნაწილად. პირველ ნაწილს დავავალებ განიხილონ და აღწერონ ტაძრების აგებულება, აღნიშნონ როგორი ნაგებობაა? გუმბათოვანი თუ ბაზილიკური? ისაუბრონ გარე ფასადისა და ორნამენტების შესახებ. ხოლო  მეორე ჯგუფი მოამზადებს პერზენტაციას ტაძრების ინტერიერზე და კედლების მოხატულობაზე.


პირველი ჯგუფის მიერ მომზადებული პრეზენტაცია:


მეორე ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პრეზენტაცია:

გასვლითი ექსკურსიების დასრულების შემდეგ მოსწავლეები ინდივიდუალურად შეავსებენ ცხრილს. ჩაწერენ მოკლე ინფორმაციას ნანახი ეკლესიების ადგილმდებარეობასა და კედლის მოხატულობის თავისებურებებთან დაკავშირებით.

შეფასებისას მნიშვნელოვანია სამუშაოს დაგეგმვის, ფუნქციების განაწილების, თანამშრომლობის, საკუთარ მოსაზრებათა დაცვის და რა თქმა უნდა, ორიგინალური ხედვის, ასევე მსჯელობის, მხედველობითი მეხსიერების, ანალიზის და კრიტიკული აზროვნების გამოვლენა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიის კურსიდან უნდა იცოდნენ ტაძრების აგების დრო და უნდა ჩამოაყალიბონ არსებული ცოდნით ტაძრების შესახებ, ხოლო გეოგრაფიის სახელმძღვანელოდან უნდა იცოდნენ რაიონში არსებული ტაძრების მდებარეობის შესახებ.


ხელოვნება:
ს.გ.VII.13. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
მსჯელობს  მატერიალური კულტურის ძეგლებზე, რომელიც უნახავს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, ადარებს ერთმანეთს საეკლესიო არქიტექტურის ცნობილ ძეგლებს.

პროექტის ხელმძღვანელი: ცისია გოთუა.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: cisiagotua@gmail.ge